აშშ-ის სენატში ქართველი ხალხის აქტის შესახებ მოსმენა გადაიდო

აშშ-ის სენატში დაგეგმილი “ქართველი ხალხის აქტის” შესახებ მოსმენა გადაიდო. ინფორმაცია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩაინიშნება კანონპროექტის შესახებ გასამართი შეხვედრის თარიღი.
“ქართველი ხალხის აქტის” შესახებ მოსმენა და შიდა საკომიტეტო კენჭისყრა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დღეისთვის, 25 სექტემბრისთვის იყო ჩანიშნული.