აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტს“ განიხილავენ

25 სექტემბერს -ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „ქართველი ხალხის აქტს“ განიხილავენ.
„ქართველი ხალხის აქტი“ ორპარტიული კანონპროექტია, რომელიც ქმნის ჩარჩოს, რათა ქართველმა ინდივიდებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და უცხოური აგენტების შესახებ კანონის დაწინაურებასა ან მისი მიღების ხელშეწყობაზე პასუხი აგონ.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს შეერთებული შტატების გრძელვადიან მხარდაჭერას ქართველი ხალხისადმი, რომლის აბსოლუტური უმრავლესობაც მხარს უჭერს ევროატლანტიკურ მომავალს.

ასევე დაგაინტერესებთ