აშშ-ის სენატში „რესპუბლიკელთა“ უმრავლესობას ჯონ თუნი უხელმძღვანელებს

აშშ-ის სენატში „რესპუბლიკელთა“ უმრავლესობას ჯონ თუნი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
თუნმა, რომელიც -ის კონგრესის ზედა პალატაში – სენატში – სამხრეთ დაკოტას შტატს წარმოადგენს, „რესპუბლიკელთა“ ლიდერისთვის კენჭისყრის მეორე რაუნდში 29 ხმა მიიღო, მისმა მოწინააღმდეგემ ჯონ კორნინმა (ტეხასის შტატი) – 24 ხმა.
სენატორი რიკ სკოტი (ფლორიდის შტატი), რომელსაც უპირატესობას ს მოკავშირეები აძლევდნენ, მაგალითად ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი, 13 ხმის აღების შემდეგ კენჭისყრის პირველი რაუნდიდად გამოირიცხა.
თუნი სენატში 2005 წლიდან იმყოფება და 2021 წლიდან სენატის რესპუბლიკელთა ამჟამინდელი ლიდერის, მიტჩ მაკკონელის მოადგილე იყო, რომელიც თანამდებობას ტოვებს.
ცნობისთვის, წარსულში თუნი უკრაინის მხარდამჭერი განცხადებებით გამოირჩეოდა. მარტში, როდესაც სთვის 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის მიღება განიხილებოდა, თუნი მის მიღებას უჭერდა მხარს და განაცხადა, რომ “აშშ-ს მსოფლიო არენიდან ჩამოშორება არ შეიძლება”.