აშშ-ის სენატორი: უკრაინის დახმარების მომცველი კანონპროექტის განხილვაზე გადაწყვეტილება 6 თებერვალსაა მოსალოდნელი

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის მთავარი წარმომადგენელი მოლაპარაკებაზე, რომელიც ეხება სენატში შესულ, ორპარტიულ კანონპროექტს საზღვრის უსაფრთხოების გამკაცრებაზე და უკრაინის დახმარებაზე, ამბობს, რომ 6 თებერვალს მიიღებენ გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის თაობაზე.
თუ კანონპროექტს ორივე პარტია არ დაუჭერს მხარს, “მაშინ ამას არ უნდა ვაკეთებდეთ” – უთხრა სენატორმა ჯეიმს ლენკფორდმა სააგენტო როიტერსს.
კანონპროექტის მიმართ წინააღმდეგობა გამოხატეს გავლენიანმა რესპუბლიკელებმა, მათ შორის პრეზიდენტობის წამყვანმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა.
კანონპროექტი ეხება 118 მილიარდი დოლარის ოდენობის ხარჯებს, მათ შორის 60 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარებას უკრაინისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ