აშშ-ის სენატმა MEGOBARI აქტი განსახილველად მიიღო

სენატმა (ზედა პალატამ) MEGOBARI აქტი განსახილველად მიიღო – ინფორმაცას ამის შესახებ ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.
“MEGOBARI აქტი სენატში შევიდა. ორი განხილვა. განთავსდა სენატის საკანონმდებლო კალენდარში მთავარი რეგლამენტის შესაბამისად. კალენდარი #70. ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც საქართველოს ირანელი ტერორისტების, ჩინეთის კომუნისტური პარტიის და ომის დამნაშავე პუტინისკენ უბიძგებს. ამბობს კანონპროექტის ავტორი ჯო უილსონი. “მეგობარი აქტის მიღება, 90%-იანი მანდატით აჩვენებს ამერიკის მხარდაჭერას კანონიერი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და ქართველი ხალხის მიმართ და ტირანული მაფიოზური მონების უარყოფას, რომლებიც საქართველოს დიქტატორებზე ჰყიდიან. ქართული ოცნება შეურაცხყოფას აყენებს პრეზიდენტ ტრამპს. წინსვლის ერთადერთი გზა – სამართლიანი და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.”

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო