აშშ-ის სენატმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე სკოტ ბესენტის კანდიდატურა დაამტკიცა

შეერთებული შტატების სენატმა პრეზიდენტ ს ადმინისტრაციის ფინანსთა მინისტრის პოსტზე სკოტ ბესენტის კანდიდატურა დაამტკიცა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სკოტ ბესენტის კანდიდატურას მხარი 68 სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი სენატის 29 წევრი წავიდა.
Reuters-ი წერს, რომ როგორც ჩანს, სკოტ ბესენტი იქნება ტრამპის ეკონომიკური დღის წესრიგის ძლიერი დამცველი, რომელიც მიზნად ისახავს გადასახადების შემცირებას და მკვეთრი ტარიფების დაწესებას. ბესენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ტრამპის პოლიტიკა ინფლაციური იქნება და სენატში გამართული მოსმენისას განაცხადა, რომ ადმინისტრაციის ძალისხმევა გაზარდოს ნავთობის მოპოვება რეალურად ხელს შეუწყობს ფასების შემცირებას.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – თავზე დამჭირდა 3 ნაკერის დადება, ქვედა ყბაზე მომტყდა კბილი, აღმენიშნებოდა სისხლნაჟღენთები ყელის, კუდუსუნის და ზურგის მიდამოებში, მქონდა თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ყურებში შუილი – სტაციონარში დარჩენაზე უარი მითხრეს

ურსულა ფონ დერ ლაიენი ნიკოლ ფაშინიანს – სომხეთ-ევროპის ურთიერთობები ასეთი მჭიდრო არასდროს ყოფილა – თქვენს მშვენიერ ქვეყანას შეუძლია და შეასრულებს კიდეც მნიშვნელოვან როლს ევროპის მომავალში