აშშ-ის სენატმა უკრაინის დახმარების პაკეტის კანონპროექტის ტექსტის შესახებ დებატების დასრულებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა უკრაინის დახმარების პაკეტის კანონპროექტის ტექსტის შესახებ დებატების დასრულებას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას -ში უკრაინის ელჩი, ოქსანა მარკაროვა ავრცელებს.
აშშ-ის სენატში 95,3 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის კანონპროექტმა, რომელიც უკრაინის, სა და ტაივანისა მხარდაჭერას მოიცავს, რამდენიმე პროცედურული დაბრკოლება გადალახა.
ამერიკელმა სენატორებმა ჯერ „დემოკრატი“ სენატორის, პეტი მიურეის შესწორებას, შემდეგ კი კანონპროექტის განახლებული ტექსტის შესახებ დებატების დასრულებას დაუჭირეს მხარი. საჭირო 60-დან ხმიდან კანონპროექტის ტექსტის განხილვის დასრულებას მხარი 66-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო 33 წინააღმდეგი იყო.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი აშშ-ის სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოების ნაწილს აღარ შეიცავს, მას შემდეგ რაც თავდაპირველი კანონპროექტი „რესპუბლიკელებმა“ დაბლოკეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა