აშშ-ის სენატმა მიიღო “დიდი და ლამაზი” საგადასახადო კანონპროექტი

24-საათიანი დებატების შემდეგ -ის სენატმა მხარი დაუჭირა ს მიერ შემუშავებულ ე.წ. „დიდ და ლამაზ საგადასახადო კანონპროექტს“ გადასახადებისა და ხარჯების შესახებ. ახლა ის ქვედა პალატამ, კონგრესმა უნდა დაამტკიცოს.
კანონპროექტს სენატში დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. საბოლოო კენჭისყრის შემდეგ ხმები ზუსტად შუაზე გაიყო და გადამწყვეტი ხმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მისცა.
ტრამპმა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებად კონგრესს 4 ივლისამდე მისცა ვადა, რათა მისთვის კანონპროექტის საბოლოო ვერსია გააგზავნონ ხელმოსაწერად.
თუმცა, დეფიციტთან, სოციალურ პროგრამებთან და ხარჯების დონესთან დაკავშირებულმა დავებმა შეიძლება შეფერხებები გამოიწვიოს. პრეზიდენტმა სამშაბათს დილით აღიარა, რომ ამ ვადის დაცვა „ძალიან რთული“ იქნება.
კანონპროექტი, რომელიც ტრამპის მეორე ვადის დღის წესრიგის ქვაკუთხედად ითვლება, ითვალისწინებს არაერთი გადასახადის მუდმივ შემცირებას, რომელიც მისი პირველი პრეზიდენტობის დროს დროებით იქნა ამოქმედებული.
შემოსავლების მოსალოდნელი დანაკარგის კომპენსირების მიზნით, რესპუბლიკელები ცდილობენ ხარჯები სხვა პროგრამებში შეამცირონ – მათ შორისაა საკვების სუბსიდიები და დაბალი შემოსავლის მქონე ამერიკელებისთვის.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, “რუსულის” იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება, თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე

პაატა ზაქარეიშვილი – ხაბეიშვილის განცხადება აბსურდული და საშიშია, გამარჯვების შემთხვევაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს გავძარცვავთ, ან ფულს გადავუხდითო, ანუ ვიქნებით ბანდიტების ხროვა – მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტელექტუალურ ფრთას, გააჩუმონ!