აშშ-ის სენატმა მთავრობის ე.წ. შათდაუნის თავიდან ასაცილებლად შეთანხმებას მიაღწია

აშშ-ის სენატმა მთავრობის ე.წ. შათდაუნის თავიდან ასაცილებლად შეთანხმებას მიაღწია.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ამერიკელმა სენატორებმა 1,2 ტრილიონი დოლარის დაფინანსების პაკეტის დამტკიცება დროულად, ადგილობრივი დროით 12:01 საათამდე ვერ შეძლეს, თუმცა მოგვიანებით, -ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ სენატორებმა დაფინანსების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
„ეს ძალიან გრძელი და რთული დღე იყო. მაგრამ ჩვენ ახლახან შეთანხმებას მივაღწიეთ, რათა მთავრობის დაფინანსებასთან დაკავშირებით მუშაობა დავასრულოთ“, – განაცხადა ჩაკ შუმერმა.
რამდენიმე საათით ადრე, კანონპროექტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 286 ხმით 134-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
მთავრობის დაფინანსების კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა 112-მა „რესპუბლიკელმა“ და 22-მა „დემოკრატმა“ მისცა.

ასევე დაგაინტერესებთ