აშშ-ის სენატმა მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა

აშშ-ის კონგრესის სენატმა ხმათა უმრავლესობით მარკო რუბიო ქვეყნის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
რუბიოს კანდიდატურას მხარი 99 სენატორმა ორივე პარტიიდან დაუჭირა. არცერთმა სენატორმა რუბიოს წინააღმდეგ ხმა არ მისცა.
როგორც ამერიკული ტელეარხი აღნიშნავს, რუბიო აღმოჩნდა ტრამპის ადმინისტრაციიდან პირველი თანამდებობის პირი, რომელიც კანონმდებლებმა დაამტკიცეს.
CNN-ის ინფორმაციით, რუბიო 2011 წლიდან ფლორიდის შტატიდან -ის სენატორი იყო. სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მის ნომინირებას აშშ-ში როგორც „რესპუბლიკელებმა“, ისე „დემოკრატებმა“ დაუჭირეს მხარი. ისინი მას მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანად ახასიათებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბოლო რამდენიმე თვეა ჩვენ ვართ მოწმე თუ როგორ იყენებენ არადემოკრატიული ძალები ხელოვნურ დაბრკოლებებს რუმინეთში, რათა ადამიანებს ხელი შეუშალონ აირჩიონ ის ღირებულებები და პრინციპები, რომლებიც მათ ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ