აშშ-ის სენატმა კონგრესს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა

აშშ-ის სენატმა სტამბოლში რუსეთ-ს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ კონგრესს ს წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.
ამის შესახებ დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი და რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი აცხადებენ.
„პუტინი გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის პროცესის გაჭიანურებას, სანამ მის ეკონომიკას სერიოზულ დარტყმას არ მივაყენებთ – ფინანსური იზოლაციის ჩათვლით“, – განაცხადა რიჩარდ ბლუმენტალმა.
ლინდის გრემმა, რომელიც მიმდინარე კვირაში თურქეთში, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იმყოფებოდა, კონგრესს კანონპროექტის მიღებისკენ მოუწოდა და გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტის, ს გადაწყვეტილება.
„რუსეთის თამაშებზე როდესაც არის საუბარი, დროა, ვთქვათ – საკმარისია“, – აღნიშნა ლინდის გრემმა.
აღსანიშნავია,რომ 1-ელ აპრილს, ლინდსი გრემისა და რიჩარდ ბლუმენტალის ხელმძღვანელობით სენატში ორპარტიული კანონპროექტი წარადგინეს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ კრემლი ჩაშლის -ის პრეზიდენტის სამშვიდობო ძალისხმევას უკრაინასთან მიმართებაში.
შეგახსენებთ, 16 მაისს, სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკება გაიმართა.
წყარო: 1tv.ge