-ის სენატმა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტი დაამტკიცა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. კანონპროექტს მხარი 77-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო 20-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.
2026 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) კანონპროექტი -ის სამხედრო ხარჯებისთვის რეკორდული რაოდენობის, 901 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ასევე, კანონპროექტის ფარგლებში ამერიკელი სამხედროებისთვის ხელფასები 4%-ით გაიზრდება.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივისთვის (USAI) მომდევნო ორი წლის განმავლობაში 800 მილიონი დოლარის გამოყოფა მოხდება.
ასევე, კანონპროექტი ევროპის თავდაცვასთან დაკავშირებით პროგრამებს განსაზღვრავს.
NDAA-ის თანახმად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს ევროპაში განლაგებული ამერიკული ჯარების 76 000-ზე ნაკლებ რაოდენობამდე შემცირების უფლება ეზღუდება.
ამასთან, კანონპროექტი ბალტიისპირეთის უსაფრთხოების ინიციატივას ამტკიცებს და ლატვიის, ლიეტუვისა და ს თავდაცვის მხარდასაჭერად 175 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტი გასულ კვირას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო. მოსალოდნელია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, კანონპროექტს ხელს ხვალ მოაწერს.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }