-ის სენატმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ბლოკავს ვენესუელაში შემდგომ სამხედრო ქმედებებს კონგრესის გვერდის ავლით.

აშშ-ის სენატმა 8 იანვარს დაამტკიცა პროცედურული რეზოლუცია, რომლის ძალით ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ აქვს უფლება შემდგომი სამხედრო ნაბიჯები გადადგას ვენესუელაში კონგრესის ნებართვის გარეშე.

Reuters-ის ცნობით, კენჭისყრა, რომელიც ვენესუელაში ამერიკული სამხედრო ოპერაციიდან და მისი ლიდერის, ნიკოლას მადუროს 3 იანვრის ღამეს დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გაიმართა, 100-წევრიან პალატაში დოკუმენტის შემდგომ განხილვას ამზადებს.

8 იანვარს 52 სენატორმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, ხოლო 47 წინააღმდეგი იყო. ყველა დემოკრატთან ერთად, ამჯერად რეზოლუციის წარდგენას მხარი დაუჭირა ტრამპის რამდენიმე რესპუბლიკელმა მოკავშირემ.
გამოეხმაურა კენჭის ყრის შედეგებს და თქვა, რომ რესპუბლიკელი სენატორები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს “ომის უფლების აქტს”, აღარასოდეს უნდა იქნენ არჩეული. “სიუზენ კოლინსი, ლისა მურკოვსკი, რენდ პოლი, ჯოშ ჰოული და ტოდ იანგი, არასოდეს იქნებიან კვლავ არჩეული… დაწერა -ის პრეზიდენტმა თავისი თანაპარტიელი სენატორების შესახებ.

სენატში მსგავსი რეზოლუციების წარდგენის წინა ორი მცდელობა გასულ წელს ტრამპის მოკავშირეებმა დაბლოკეს, მისი ადმინისტრაციის მიერ ვენესუელაზე გაზრდილი სამხედრო ზეწოლის ფონზე სექტემბრიდან, როდესაც აშშ-ის ძალებმა სამხრეთ კარიბის ზღვის აუზში ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილ გემებზე თავდასხმა დაიწყეს.

5 იანვარს, ვენესუელის ყოფილი ლიდერი, თანამდებობიდან გადაყენებული მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი, პირველად წარდგნენ ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში. ადრე გამოქვეყნდა ანგარიში, რომელშიც მადუროს, მის მეუღლეს და კიდევ ოთხ პირს წაუყენეს ოთხი ბრალდება, მათ შორის „ნარკოტერორიზმსა“ და კოკაინის იმპორტის ორგანიზებაში. მესამე და მეოთხე ბრალდებები ეხება იარაღის გამოყენებას და შენახვას შეერთებული შტატებისთვის ზიანის მიყენების განზრახვით. მადურომ სასამართლოში თავი უდანაშაულოდ ცნო.
კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას შეუძლია ახალი დარტყმის ბრძანება გასცეს, თუ ვენესუელა არ ითანამშრომლებს შეერთებულ შტატებთან. დელსი როდრიგესი, ნიკოლას მადუროს დიდი ხნის პოლიტიკური მოკავშირე, ვენესუელას დროებით პრეზიდენტად დაინიშნა.

ფორუმი