აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი უკრაინისთვის ფინანსური დახმარების შესახებ

აშშ-ის სენატმა, სადაც უმრავლესობა დემოკრატებს აქვთ, სამშაბათს მიიღო 95 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების პაკეტი, რომელიც უკრაინის, სა და ტაივანის ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს.

კონგრესის ზედა პალატის წევრებმა დოკუმენტი 70 ხმით დაამტკიცეს, 29-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. მათ შორის სადავო კანონპროექტს მხარი დაუჭირა 22 რესპუბლიკელმა. როგორც Reuters-ი აღნიშნავს კანონპროექტი გამთენიისას მიიღეს იმ რესპუბლიკელთა თითქმის ექვსსაათიანი დებატების შემდეგ, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ უკრაინისათვის ფინანსური დახმარების გაგრძელებას.

ახლა სენატის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი განსახილველად გაიგზავნება რესპუბლიკური პარტიის წევრების მიერ კონტროლირებად წარმომადგენელთა პალატაში, სადაც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დოკუმენტმა საბოლოოდ მიიღოს კანონის სტატუსი.
-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა 12 თებერვალს მწვავედ გააკრიტიკა 95,3 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი, რომელიც განკუთვნილია უკრაინისთვის, ისრაელისთვის და სხვა ქვეყნებისთვის – რითიც ეჭვქვეშ დააყენა პაკეტის მომავალი.

ჯონსონი, რომელიც ლუიზიანელი რესპუბლიკელია, განცხადებაში ამბობს, რომ პაკეტს აკლია საზღვრის დაცვის შესახებ პუნქტები, და ამბობს, რომ პაკეტი “ჩუმადაა ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ ყველაზე მწვავე საკითხზე”.

ეს, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის ნიშანი იყოს, რომელიც უკრაინის დახმარების მიმართ გამოუთქვამთ კონსერვატორებს – ისინი უკვე თვეების განმავლობაში ითხოვენ პაკეტმა ასევე მოიცვას საზღვრის უსაფრთხოების საკითხი.
აშშ-ის პრეზიდენტი რამდენიმე თვეა მოუწოდებს კონგრესს დააჩქაროს დახმარების გაწევა უკრაინისთვის, ასევე ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში აშშ-ის პარტნიორი ქვეყნებისთვის.
ამ დახმარებას ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს , რომელიც უახლოვდება ქვეყანაში შეჭრილი ს ძალების მოგერიების მეორე წლისთავს. კიევმა გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ მისი მთავარი პარტნიორის დახმარების გარეშე სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების სერიოზული დეფიციტის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.