აშშ-ის სენატი საქართველოს წინააღმდეგ სანქციების ორპარტიულ პაკეტს განიხილავს – Politico

გამოცემა Politico იტყობინება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სენატი საქართველოს წინააღმდეგ სანქციების ახალ, ორპარტიულ კანონპროექტს განიხილავს.
გამოცემა წერს, რომ პაკეტი – “ქართველი ხალხის აქტი” სენატს დღეს წარედგინება. მისი სამიზნეები კი იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეშლაში, ასევე ისინი, ვინც ხელი შეუწყო რუსული კანონის მიღებას და დგანან კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის უკან.
სტატიაში აღნიშნულია, რომ პაკეტში ასევე ნაგულისხმევი იქნება -სა და საქართველოს შორის სტრატეგიული დიალოგის პერმანენტული გაუქმება, ხოლო, ამასთანავე, გამოიყოფა 50 მილიონი დოლარი, რისი მიზანიც, საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაა.
Politico ხაზგასმით წერს, რომ ქართული ოცნების მიერ შემოღებული რუსული კანონი მსგავსია იმ კანონისა, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების გასაჩუმებლად და კრიტიკული ხმის ჩასახშობად იყენებს, ხოლო -მ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციების დაშლისას, ცრემლსადენ გაზსა და წიწაკის სპრეისთან ერთად, მომიტინგეების მიმართ ძალადობრივი ხერხები გამოიყენა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – „ხარებას“, ქვეყნის მთავარ ზონდერს მისცეს წინასაარჩევნოდ ზონდერ ბრიგადების შექმნის დავალება – გასაგებია, რომ მათი მიზანი მოსახლეობის დაშინებაა, მაგრამ ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილი ვერ შეაშინებს