აშშ-ის სენატი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტზე მუშაობას, სავარაუდოდ, მიმდინარე თვეში დაიწყებს

შესაძლოა, -ის სენატმა ს წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარე თვეში დაიწყოს, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნიმ განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ, პრეზიდენტ ტრამპს ყველა ის საშუალება მივაწოდოთ, რაც მას სჭირდება, რათა რუსეთი საბოლოოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიდეს“, – განაცხადა ჯონ ტუნიმ.
მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს თეთრ სახლთან განიხილავს.
„ვფიქრობ, ისინი იმედოვნებენ, რომ გარკვეულ შეთანხმებას მიაღწევენ. თუმცა, სენატში, ამ საკითხის მიმართ ორივე მხრიდან დიდი ინტერესია და შეიძლება ეს ამ სამუშაო პერიოდში განვიხილოთ“, – განაცხადა „რესპუბლიკელთა“ ლიდერმა.
ცნობისთვის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის ავტორები სენატორი ლინდსი გრემი (რესპუბლიკური პარტია) და სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი (დემოკრატიული პარტია) არიან. კანონპროექტს 100-დან 82 სენატორი უჭერს მხარს.
კანონპროექტი იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, 500%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სასაცილოა, რომ რასა იუკნევიჩიანე მის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ოპოზიციას მოუწოდებდა არჩევნებში მონაწილეობისკენ და მეორე დღეს, შეიტანა შესწორება და მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გაერთიანება-არგაერთიანებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში – ოპოზიცია ერთი დიდი აგენტურაა და რა სცენარში ჩაჯდებიან, მათი პატრონების გადასაწყვეტია