აშშ-ის სენატი კვლავ ვერ შეთანხმდა უკრაინა-ისრაელისთვის დახმარების გამოყოფაზე

აშშ-ის სენატმა კვლავ ვერ მიიღო 110-მილიარდი დოლარის საბიუჯეტო კანონპროექტი უკრაინისთვისა და სთვის დახმარების გამოყოფაზე. კანონპროექტი ხმის მიცემის ეტაპამდეც ვერ მივიდა – ამ პროცესზე გადასვლა რესპუბლიკური პარტიის ფრაქციის საწინააღმდეგო პოზიციის გამო ვერ მოხერხდა, იტყობინება „სი-ენ-ენი“.
რესპუბლიკელთა დიდი ნაწილის წინააღმდეგობა არა მოკავშირეებისთვის დახმარების გამოყოფას, არამედ შიდაპოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება – მიგრაციის მიმართ მკაცრად განწყობილი სენატორები მიიჩნევენ, რომ საბიუჯეტო კანონპროექტში არასაკმარისადაა ყურადღება მიქცეული -მექსიკის საზღვრის უსაფრთხოებისთვის და მისი ამ ფორმით მიღება არ შეიძლება.
კანონპროექტის კიდევ ერთხელ წარდგენა, ჩავარდნის მიუხედავად, კვლავაც იქნება შესაძლებელი. სენატორები აცხადებენ, რომ ესმით აშშ-ის მოკავშირეებისთვის დახმარების გამოყოფის მნიშვნელობა და შეეცდებიან, წლის ბოლომდე კომპრომისის მიღწევას და საჭიროების შემთხვევაშიც, საშობაო არდადეგებზეც არ გავლენ.
სენატის უმრავლესობის ლიდერმა, დემოკრატმა ჩაკ შუმერმა აღნიშნა, რომ „დამატებითი დახმარების შემდეგ, შეიძლება დაეცეს, დემოკრატია ევროპაში რისკის ქვეშ დადგება. ვინც ფიქრობს, რომ უკრაინაში გაჩერდება, უგულებელყოფს ისტორიის გაფრთხილებებს“.
აშშ-ის დახმარების გარეშე ომში დამარცხების რისკზე საუბრობს პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკიც.
პრეზიდენტი ბაიდენი მოუწოდებს კონგრესს, რაც შეიძლება მალე მიიღოს კანონპროექტი უკრაინისთვის დახმარებაზე.
„არ შეცდეთ: დღევანდელი ხმის მიცემა დიდხანს ემახსოვრებათ. ისტორია მკაცრად განსჯის მათ, ვინც ზურგი შეაქცია თავისუფლების საქმეს. პუტინს არ უნდა გავამარჯვებინოთ“, – აღნიშნა მან.