აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა MEGOBARI Act-ი მიიღო

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა MEGOBARI აქტი, ორპარტიული კანონპროექტი მიიღო, რომელიც ადასტურებს ქართველი ხალხის მხარდაჭერასა და ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.
“ჩვენ დავამტკიცეთ MEGOBARI აქტი, ეს არის მკაფიო მესიჯი ქართველი ხალხისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ძალისხმევას, რომ შეინარჩუნონ დემოკრატიული მომავალი.
მთავრობა არ სცემს პატივს კონსტიტუციას, ქართულ ტრადიციებს და და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენს ამ გადაწყვეტილებაში ხალხი დაინახავს პოზიტიურ სიგნალს, რომ ჩვენ მათ ვუჭერთ მხარს.
ეს გულისხმობს სანქციებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობას და მასაც აქვს ორპარტიული მხარდაჭერა”, – განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა TV პირველთან.
10 მარტს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ორპარტიული MEGOBARI აქტი [S.868 ] რამდენიმე პუნქტს მოიცავს:
· -საქართველოს ურთიერთობის სრულ გადახედვას, დახმარების ყველა პროგრამის ჩათვლით;
· ქართველი ხალხის მხარდაჭერის აღიარებას კონსტიტუციით განმტკიცებული ვალდებულების – ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ;
· აშშ-ის პრეზიდენტისთვის მოთხოვნას, დაუწესოს სანქციები ქართული ოცნების ჩინოვნიკებსა და მათ მოკავშირეებს, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჩასაშლელად, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართული არიან სხვა კორუფციულ ქმედებებში, საქართველოში სტაბილურობის საზიანოდ;
· ხალხთა შორის კავშირებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, როდესაც საქართველო შესაბამისობაში იქნება საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნებთან;
· მხარდაჭერის გამოხატვას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ს განგრძობადი და უკანონო ოკუპაციის პირობებში;
· მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა, რომელიც იცავდა ქართველ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან ბოროტად გამოყენებისგან.
თავდაპირველად, MEGOBARI აქტი შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში 2024 წლის მაისში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ, ჯო უილსონმა შემოიღო.