აშშ-ის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა ვაშინგტონში ისრაელის სალჩოს წინ თავი დაიწვა

შეერთებული შტატების საჰაერო ძალების მოქმედი წევრი, რომელმაც პროტესტის ნიშნად ვაშინგტონში მდებარე ს საელჩოს წინ თავი დაიწვა, გარდაიცვალა. 25 წლის აარონ ბუშნელმა თავის დაწვამდე განაცხადა, რომ „აღარ იქნებოდა გენოციდის მონაწილე“. ორშაბათს, -ის დედაქალაქის პოლიციამ განაცხადა, რომ ის მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თვითმხილველი საინფორმაციო სააგენტო „ასოშეიტედ პრესს“ უყვება, რომ ბუშნელი სალჩოსთან კვირას, 13:00 საათზე მივიდა და სოციალურ ქსელ Twitch-ზე, საკუთარი პროტესტის პირდაპირი ტრანსლიაცია დაიწყო. სამართალდამცავების აღწერით, მამაკაცმა სოციალური მედიის პლატფორმაზე პირდაპირი ტრანსლიაციის დაწყების შემდეგ, ტელეფონი დაამაგრა, აალებადი ნივთიერება გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. ამ მომენტში მან თქვა, რომ „აღარ ინქებოდა გენოციდის მონაწილე“, – ამბობს საინფორმაციო სააგენტო „ასოშეიტედ პრესთან“ საუბრისას თვითხმილველი. მოგვიანებით, ვიდეო პლატფორმიდან წაიშალა. თუმცა, სამართალდამცავებმა მისი ასლი მოიპოვეს და ახლა მას გამოძიების ფარგლებში იკვლევენ.
აშშ-ის საჰაერო ძალების მიერ ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „გუშინდელ ინციდენტში მონაწილე მამაკაცი, წუხელ, მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა“. საჰაერო ძალების განცხადებით, უწყება მეტ ინფორმაციას გაასაჯაროვებს მას შემდეგ, რაც მომხდარის დეტალებს დაღუპულის ნათესავებს გააცნობენ.
ინციდენტს ფონად გასდევს ისრაელის პრემიერ-მინისტრის მიმართვა მინისტრთა კაბინეტის მიმართ, რომ მათ თანხმობა მისცენ ღაზის ქალაქ რაფაში სამხედრო ოპერაციის დასაწყებად. ამ მოვლენების პარალელურად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – კრემლი ზამთარში უკრაინის ატომურ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს – ამ ობიექტებზე თავდასხმა ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს აჩენს, რომელსაც გლობალური შედეგები ექნება

ლაშა ფარულავა – 26 ოქტომბერს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავასრულოთ კონკრეტული კორუფციული გარიგებები, რომელიც თბილისის მერიაშია და ყველა საჯარო დაწესებულებაში სისტემური ხასიათი აქვს