-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოშია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია საქართველოშია, – ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში -ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„გამარჯობა! თბილისში ჩამოვედი, რათა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ქართველი ხალხის, მათ შორის მათი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების მიმართ მხარდაჭერა დავადასტურო. აშშ საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეს უქმნის, სერიოზულად შეშფოთებულია“, – წერს უზრა ზეია X-ზე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მთავრობის წევრებს, პარლამენტის წევრებს და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა