აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე – ქართველ უფლებადამცველებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრისთვის მადლობელი ვარ

ქართველ უფლებადამცველებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრისთვის მადლობელი ვარ, – ამის შესახებ სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში -ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, აზრა ზეიამ განაცხადა.
„მადლობელი ვარ ქართველ უფლებადამცველებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრისთვის, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური გზის მხარდაჭერაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ. ამერიკის შეერთებული შტატები ყველას მოუწოდებს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემისკენ “, – წერს აზრა ზეია X-ზე.
ცნობისთვის, აზრა ზეია საქართველოში დღეს ჩამოვიდა და ვიზიტის ფარგლებში მთავრობის წევრებს, პარლამენტის წევრებს, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ