-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე – მადურო თავისი დანაშაულებისთვის მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება

მადურო თავისი დანაშაულებისთვის მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება, – ასე ეხმაურება -ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, კრისტოფერ ლანდაუ ამერიკელი სამხედროების მიერ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს შეპყრობას.
„ეს ვენესუელისთვის ახალი დასაწყისია. ტირანი აღარ არის. ის ახლა, საბოლოოდ, თავისი დანაშაულებისთვის მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება“, – წერს ლანდაუ X-ზე.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა კარაკასში ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.