აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეზრა ზეია არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეზრა ზეია არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში მიმდინარეობს და მას საქართველოში მყოფი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებიც ესწრებიან.
უფრო კონკრეტულად, შეხვედრაში მონაწილეობენ NDI-ის, IRI-ის და IFES-ის წარმომადგენლები.
როგორც შეხვედრამდე ჟურნალისტებს სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა განუცხადეს, შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის საპარლამენტო ა. მათი განცხადებით, ისაუბრებენ რისკებზე, რაც ქვეყანაშია და ხაზს გაუსვამენ იმას, რომ ქართველი ხალხის ნება და ხელისუფლების რიტორიკა სხვადასხვაა.
ცნობისთვის, ეზრა ზეია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გუშინ, უკვე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს. ასევე, “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის ქალ წარმომადგენლებს. დაგეგმილია მისი შეხვედრა მთავრობისა და პარლამენტის სხვა წევრებსა და მედიის წარმომადგენლებთანაც.