აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, უზრა ზეიასთან მქონდა საინტერესო საუბარი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების დინამიკაზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, უზრა ზეიასთან მქონდა საინტერესო საუბარი საქართველო--ის ურთიერთობების დინამიკაზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიასთან საინტერესო საუბარი მქონდა საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობების დინამიკაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.
ირაკლი აღნიშნავს, რომ ხაზი გაესვა ორმხრივი პარტნიორობის გაუმჯობესების აუცილებლობას.
„ხაზი გავუსვით ჩვენი ორმხრივი პარტნიორობის განახლების და გაუმჯობესების აუცილებლობას, რათა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობით სარგებელი მივიღოთ. ვისაუბრეთ წინასაარჩევნო გარემოზე და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე თავისუფალი, უსაფრთხო და გამჭვირვალე არჩევნების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას ალტერნატივა არ აქვს“ – პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს გლდანში აგრძელებს