აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა

ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მთავარი თემა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და 2024 წლის საპარლამენტო იყო.
“ქართული ოცნების” ოპონენტების თქმით, მათ ჯოშუა ჰაკისგან მიიღეს პირობა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია ჩამოვა.
„გვქონდა საუბარი საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივებსა და მის მნიშვნელობაზე. ვისაუბრეთ რეფორმებზე, რომლებიც აუცილებელია, ემთხვეოდეს ევროკავშირის რეკომენდაციებს – პირველ ყოვლისა, სასამართლო რეფორმა და სხვა სტრუქტურები იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს ნორმალური ვითარება,“ – აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე