აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შანტაჟის და მუქარის პოლიტიკას აგრძელებს. მათ მიერ დაანონსებული სავიზო შეზღუდვები არის საქართველოს შიდა პოლიტიკაში უხეში ჩარევა და შანტაჟის მცდელობა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შანტაჟის და მუქარის პოლიტიკას აგრძელებს. მათ მიერ დაანონსებული სავიზო შეზღუდვები არის საქართველოს შიდა პოლიტიკაში უხეში ჩარევა და შანტაჟის მცდელობა
„ხალხის ძალის“ წევრი – ს სახელმწიფო მდივნის ს განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ დაანონსებული სავიზო შეზღუდვები არის საქართველოს შიდა პოლიტიკაში პირდაპირი და უხეში ჩარევა და შანტაჟის მცდელობა, რადგან როცა ერთი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი ემუქრება მეორე ქვეყნის კანონმდებელს სანქციებით მხოლოდ იმის გამო, რომ მან გამჭვირვალობის კანონს მისცა ხმა, სხვაგვარად ვერ აიხსნება.
თამთა მეგრელიშვილის თქმით, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტით ვაჭრობას სახელისუფლებო გუნდი არ აპირებს. შანტაჟის ეს მცდელობა ვერ გახდება იძულების მექანიზმი, მათ მიერ ნაბიჯი გადაიდგას ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ.
მისივე თქმით, სანქციებით და სავიზო შეზღუდვებით მუქარა მუქარის ავტორებისთვის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია.
„აშშ – ის სახელმწიფო მდივანი ჩვენი “პარტნიორი ქვეყნის” ოფიციალური პირების მხრიდან შანტაჟის და მუქარის პოლიტიკას აგრძელებს. მათ მიერ დაანონსებული სავიზო შეზღუდვები არის საქართველოს შიდა პოლიტიკაში პირდაპირი და უხეში ჩარევა და შანტაჟის მცდელობა, რადგან როცა ერთი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი ემუქრება მეორე ქვეყნის კანონმდებელს სანქციებით მხოლოდ იმის გამო, რომ მან გამჭვირვალობის კანონს მისცა ხმა, სხვაგვარად ვერ აიხსნება.
თუმცა, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბარში, ევროკომისარმა ვარჰეიმ ს პრეზიდენტზე ტერორისტული თავდასხმა მაგალითად მოიყვანა და ამით, ფაქტობრივად სცადა პრემიერის შანტაჟი სიცოცხლის მოსპობით, სავიზო შეზღუდვის დაწესებაზე საუბარი გასაკვირი არ არის. სავიზო შეზღუდვა აშშ-ს ხელში პოლიტიკური დაშინების იარაღია, ისინი დღეს ასე ესაუბრებიან პარტნიორ ქვეყანას, აშშ -ს მიერ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთილია. ამერიკის მხრიდან ანტიპარტნიორული დამოკიდებულება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ქართველ მოსამართლეებს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე სავიზო შეზღუდვა დაუწესეს, თუმცა ამ ფაქტს გავლენა არ მოუხდენია სასამართლო სისტემაზე, ის აგრძელებს გამართულად ფუნქციონირებას, თუმცა ამ ფაქტმა ლოგიკურია, აშშ – ს მიმართ განწყობები შეცვალა. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტით ვაჭრობას სახელისუფლებო გუნდი არ აპირებს. შანტაჟის ეს მცდელობა ვერ გახდება იძულების მექანიზმი, მათ მიერ ნაბიჯი გადაიდგას ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. სანქციებით და სავიზო შეზღუდვებით მუქარა მუქარის ავტორებისთვის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია. ეს პოლიტიკური შურისძიებაა და მას არ მოეპოვება არც ახსნა და არც სხვა სახელი. ქართულ სახელმწიფოს და ყველა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანს ამ ბრძოლაში აინტერესებს მხოლოდ ქართული სახელმწიფოს ინტერესი და ის ზეწოლა და დაშინება, რომელსაც ადგილი აქვს უსამართლობის სახელით მხოლოდ მეორეხარისხოვანია და პირველად მიზანთან შედარებით ის არის არარელევანტური.“-წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
Next: 28 მაისს საქართველოს პარლამენტი ქართულ კანონზე დადებულ არაქართულ ვეტოს მოხსნის და კანონი ძალაში შევა

ასევე დაგაინტერესებთ

საქმე გვაქვს, ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციასთან, დღეს ცესკო ადამიანებს პროფესიული ნიშნით ირჩევს, ნეიტრალიტეტი კი თითოეულ მათგანს მოეთხოვება, მათ შორის, კომისიაში ოპოზიციის კვოტით მყოფ ადამიანებს