აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს “ფიასკოსთვის”

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო CNN-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს ბოდიშის მოხდა მართებს, რადგან თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებები „თავისთვის ფიასკოდ აქცია“. ეს იყო პასუხი ბოდიშის საჭიროებასთან დაკავშირებით წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვაზე.
რუბიოს განცხადებით, არ არსებობდა ზელენსკის მხრიდან ასეთი ანტაგონიზმის საჭიროება და დაპირისპირება სწორედ უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებულ კომენტარებს მოჰყვა.
„ამან ყველა გააწბილა, ვინც დღემდე ჩართული იყო მასთან კომუნიკაციაში და ვფიქრობ, რომ მან ბოდიში უნდა მოიხადოს ჩვენი დროის დახარჯვისთვის ამ შეხვედრაზე, რომელიც დასრულდა ისე, როგორც დასრულდა“, – აცხადებს მარკო რუბიო.
28 თებერვალს, თეთრ სახლში -ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, Fox News-თან ინტერვიუში, მ, ბოდიშთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ არ თვლის, რომ „რაღაც ცუდი“ გააკეთა და, რომ შელაპარაკება „ორივე მხარისთვის ცუდი იყო“.
„რა თქმა უნდა, მადლობელი ვართ პრეზიდენტის და, რა თქმა უნდა, კონგრესის. მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, თქვენი ხალხის… ჩვენ ისე ძალიან გვინდოდა გვქონოდა ეს ძლიერი კავშირები… ჩვენ ეს გვექნება“, – განაცხადა ზელენსკიმ Fox News-თან.
ოვალურ კაბინეტში, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შელაპარაკების შემდეგ გაუქმდა ერთობლივი პრესკონფერენცია და ხელმოუწერელი დარჩა წინასწარ მომზადებული შეთანხმება – უკრაინული სასარგებლო წიაღისეულისა და რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ.
Fox News-ი თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება ტრამპის მიერ უკრაინის პრეზიდენტისთვის ნათქვამ სიტყვებს, რომ მას თეთრი სახლი უნდა დაეტოვებინა.