-ის სახელმწიფო მდივანი – გვსურს უკრაინაში ომი ისე დასრულდეს, რომ 3-4 წელიწადში აღარ დაიწყოს

გვსურს უკრაინაში ომი ისე დასრულდეს, რომ 3-4 წელიწადში აღარ დაიწყოს, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ CBS Mornings-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, კონფლიქტი უნდა დასრულდეს და ეს აშშ-ის პოლიტიკას წარმოადგენს.
„გვსურს, რომ მის დასასრულებლად ყველაფერი გავაკეთოთ. ჩვენს ძალისხმევას გამოვიყენებთ, რათა ეს კონფლიქტი სტაბილურად დასრულდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ გვსურს კონფლიქტი დასრულდეს და შემდეგ ორ, სამ ან ოთხ წელიწადში განახლდეს. სტაბილურობის უზრუნველყოფა გვსურს”, – განაცხადა რუბიომ.
მისი თქმით, კონფლიქტი, რომელიც რუსეთმა დაიწყო ახლა ჩიხშია შესული და როგორც უკრაინისთვის, ისე რუსეთისთვის დამანგრეველია.
“ყველა ბედნიერი უნდა იყოს, რომ , რომელსაც მსოფლიოში მშვიდობის ხელშეწყობა და კონფლიქტების დასრულება სურს, აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – გიორგი ვაშაძეს შევხვდებით და დაველაპარაკებით, არ მგონია, მისი ენერგია სადმე მილეულიყო, რაც შეეხება დებატებს, მზაობა მაქვს, მაგრამ მეეჭვება, კობახიძეს ამის ნება მისცენ – ეს დამოკიდებულია ივანიშვილზე