„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, ამ განცხადებით, პრაქტიკულად კიდევ ერთხელ მიიტანა „ვენოკი“ „ნაციონალური მოძრაობის“ პანაშვიდზე“, – აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი.
მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ოპოზიციის მავნებლობა.
„თავად ჩვენმა პარტნიორებმა დაიწყეს ინფორმაციის გადამოწმება. როგორც ევროკავშირში, ისე ამერიკაში, მიხვდნენ, რომ თურმე პოლიტიკური მავნებლები ყოფილან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და თურმე, საქართველოს სახელმწიფოს ჰყავს ქართული, პროდასავლური ხელისუფლება, რომელსაც აშშ-სთან უნდა სტრატეგიული ურთიერთობა და არა – ვასალური“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველო აშშ-ის ძლიერ პარტნიორადაა დასახელებული.