აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 1350-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლების პროცესი დაიწყო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 1350-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლების პროცესი დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, -ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 1107 საჯარო მოხელესა და დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებულ 246 თანამშრომელს აცნობა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლებს ოფიციალურად 120 დღის შემდეგ გაათავისუფლებს, ხოლო საჯარო მოხელეებს 60 დღის შემდეგ.
„დეპარტამენტი შიდა ოპერაციების ოპტიმიზაციას ახდენს, რათა ყურადღება დიპლომატიურ პრიორიტეტებზე გაამახვილოს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში.
გამოცემის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 3000-მდე თანამშრომლის გათავისუფლება იგეგმება.
ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

რუსეთი, მათი წარმოდგენით, მთელ მსოფლიოს ურღვევს ხელშეკრულებებს და მაინც და მაინც, ხოშტარიების ოჯახია, სადაც დღეს არ გადააცილებს, თანხები რომ ჩაურიცხოს – კომფორტულად იღებენ ფულს, რომელიც, სხვა მხრივ, რომ ჰკითხო, მიუღებელია – პაპუაშვილი

ესაა უსტანდარტობა ქვეყნის მიმართ, რომელსაც ვიღაც დაბალ ღობედ თვლის – მნიშვნელოვანია, ევროკავშირი გამოფხიზლდეს და საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზა შეაჩეროს – შალვა პაპუაშვილი 17 ევროპული ქვეყნის განცხადებაზე