აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვა დაამტკიცა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს თურქეთისთვის 23 მილიარდი დოლარის ღირებულების F-16-ის ტიპის გამანადგურებლების და საბერძნეთისთვის 8,6 მილიარდი დოლარის ღირებულების F-35-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვის შესახებ აცნობა.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოფიციალური შეტყობინების გადაცემის შემდეგ, კონგრესს შეთანხმების გასაპროტესტებლად 15 დღე აქვს, რის შემდეგაც იგი ძალაში შევა.
შეგახსენებთ, აშშ-ის მიერ თურქეთისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვა თურქეთის მიერ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირებასთან იყო დაკავშირებული. თურქეთის პარლამენტმა 23 იანვარს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირება მოახდინა.
