ვიყავით და ვრჩებით უკრაინის უდიდესი მხარდამჭერები, ჩვენ ვზრუნავთ ამ ადამიანებზე, ვზრუნავთ იმაზე, რომ მათ ჰქონდეთ ის, რაც სჭირდებათ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა განაცხადა.
მისი განმარტებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაპაუზება იყო ყველა იმ იარაღისა და დახმარების სტანდარტული მიმოხილვის ნაწილი, რომელსაც აშშ აწვდის მსოფლიოს ყველა ქვეყანასა და რეგიონს და არა მხოლოდ უკრაინას.
„ასე რომ, ჩვენ მათ ვეხმარებით და გავაგრძელებთ დახმარებას. ეს არის ჩვენი პოზიცია“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
