აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკელებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ბელარუსი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ბელარუსი. ამის შესახებ ლაპარაკია ამერიკელებისთვის გამოცემულ რეკომენდაციაში.
„ბელარუსის ხელისუფლების მიერ ადგილობრივი კანონების თვითნებურად გამოყენებისა და დაკავების საფრთხის, უკრაინის წინააღმდეგ ს ომში მხარდაჭერის, ასევე რეგიონში გაზრდილი არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადი ვითარების გამო, არ იმოგზაუროთ ბელარუსში,“ ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ბელარუსში მყოფ -ის მოქალაქეებს ურჩევენ, მოერიდონ საჯარო დემონსტრაციებს. გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელებს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ საკუთარ ელექტრონულ მოწყობილობებს, ვინაიდან ინფორმაცია, რომელსაც ისინი შეიცავს, შეიძლება მათი დაკავების საფუძველი გახდეს.
„აშშ-ის მოქალაქეებმა რეგულარულად უნდა განიხილონ ქვეყნის დატოვების შესაძლო გეგმები საგანგებო ვითარების წარმოქმნის შემთხვევისთვის. მეზობელ ქვეყნებთან სასაზღვრო-გამშვები პუნქტები ზოგჯერ გაუფრთხილებლად იკეტება,“ აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.
აშშ-მა მინსკში თავისი საელჩოს მუშაობა 2022 წლის 28 თებერვალს შეაჩერა. აშშ-ის მოქალაქეები, რომლებიც ბელარუსში იმყოფებიან და საკონსულო მომსახურება ესაჭიროებათ, უნდა ეცადონ, რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ ქვეყანა და მიმართონ აშშ-ის საელჩოს ან საკონსულოს სხვა ქვეყანაში, ნათქვამია განცხადებაში.