-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ჯეი დი ვენსი და მარკო რუბიო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ

ჯეი დი ვენსი და მარკო რუბიო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ, – ინფორმაციას -ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„აშშ-ის დელეგაციამ ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ტრამპის მოწოდებას, რომ უკრაინაში ომის დასრულების ხელშეწყობის მიზნით ნატო-ს მოკავშირეებმა რუსული ენერგორესურსების შეძენა შეწყვიტონ“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ასევე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა „ისრაელელი მძევლების დაბრუნებისა და ღაზაში ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობების მიმართ თავიანთი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს“.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?