აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ძალიან ბევრი უდანაშაულო პალესტინელი დაიღუპა – ვუკავშირდებით ისრაელის მთავრობას და გვესმის, რომ გამოძიება მიმდინარეობს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სგან, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, პასუხების მიღებას ითხოვენ.
”ძალიან ბევრი უდანაშაულო პალესტინელი დაიღუპა ამ კონფლიქტის დროს, არა მხოლოდ დღეს, არამედ ბოლო ხუთი თვის განმავლობაში. დილიდან ვუკავშირდებით ისრაელის მთავრობას და გვესმის, რომ გამოძიება მიმდინარეობს“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.
მისი თქმით, მსხვერპლი მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად აუცილებელია დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევა, რათა მეტი დახმარების შეტანა გახდეს შესაძლებელი. მისი თქმით, ამ მიზნით, აგრძელებს მუშაობას უწყვეტ რეჟიმში, პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ეგვიპტისა და კატარის ლიდერებს შორის კომუნიკაციის მეშვეობით.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად სულ მცირე 112 ადამიანი დაიღუპა და 760 დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ