აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ჩვენი პოზიცია უცლელია – უკრაინის მიერ მისი ტერიტორიის გარეთ თავდასხმების განხორციელებას მხარს არ ვუჭერთ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი უკრაინის მიერ ს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება და აცხადებს, რომ შეერთებული შტატების პოზიცია რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებთან დაკავშირებით არ შეცვლილა.
”ჩვენი პოზიცია ამ ომის დაწყებიდან ყოველთვის იყო, რომ უკრაინის მიერ მისი ტერიტორიის გარეთ თავდასხმების განხორციელებას მხარს არ ვუჭერთ და არ ვახდენთ ამის წახალისებას”, – აღნიშნა -ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.
მილერმა არ უპასუხა კითხვაზე, დაუკავშირდა თუ არა ამერიკული მხარე კიევს სამარას ოლქში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ბოლო თავდასხმის შემდეგ, თუმცა აღნიშნა რომ აშშ-ის პოზიცია ასახავს მის გრძელვადიან პოლიტიკას და ეს „მკაფიოდ იყო გადაცემული“ უკრაინისთვის.
გასულ კვირას მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები სთხოვს ს, არ დაესხას თავს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, რადგან ამან შეიძლება ნავთობის ფასის ზრდა გამოიწვიოს. ამის შემდეგ ქარხანაზე თავდასხმები გაგრძელდა.

ასევე დაგაინტერესებთ