კვიპროსში შეერთებული შტატების ელჩი, ჯული დევისი უკრაინაში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული გახდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა.
მისი თქმით, დევისის დანიშვნის გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მიიღეს.
„პრეზიდენტმა ტრამპმა და მდივანმა რუბიომ ელჩი ჯული დევისი დაასახელეს კიევში საქმეთა დროებით რწმუნებულად ამ კრიტიკულ მომენტში, როდესაც სისხლისღვრის შესაჩერებლად სამშვიდობო შეთანხმებისკენ მივდივართ“, – აღნიშნა ბრიუსმა.
მისი თქმით, დევისს აშშ-ის საგარეო სამსახურში 30-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს და 2023 წლის თებერვლიდან კვიპროსში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.
