აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – მოვუწოდებთ აშშ-ის მოქალაქეებს მსოფლიოში, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მთელ მსოფლიოში -ის მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე, რადგან ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტმა, შესაძლოა, აშშ-ის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ სამოგზაუროდ იმყოფებიან, ან ცხოვრობენ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკი გაზარდოს.
„ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტმა გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში გადაადგილების შეფერხებები და საჰაერო სივრცის პერიოდული დახურვა. არსებობს აშშ-ის მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ მათი ინტერესების წინააღმდეგ დემონსტრაციების პოტენციალი. სახელმწიფო დეპარტამენტი მთელ მსოფლიოში აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია: მინდა რომ მოვუწოდო ყველას ოპოზიციაში – დღეს არის ერთიანობის, ართანამშრომლობის, არაღიარების, ერთად ბრძოლის დრო. ერთადერთი რისიც რეჟიმს ეშინია, ეს არის პრინციპულობა და ერთად დგომა

მარკო რუბიო ჰორმუზის სრუტის დახურვის გეგმაზე – მოვუწოდებ ჩინეთს, დაუკავშირდნენ ირანს ამასთან დაკავშირებით, რადგან ისინი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები ჰორმუზის სრუტეზე ნავთობის კუთხით

თეა წულუკიანი – დამრჩენია განცდა, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო „ნაცმოძრაობა“ და ჩემს მაგივრად მაგიდასთან მჯდარიყო მწვალებელი ზურა ადეიშვილი, შესაძლოა, უფრო მალე მიეცათ უვიზო რეჟიმი და არ ეკითხათ, ციხეში, რა ხდება