-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – მარკო რუბიომ სერგეი ლავროვთან საუბარში ხაზი გაუსვა ომის ახლავე დასრულების აუცილებლობას

სახელმწიფო მდივანმა რუს კოლეგასთან საუბარში ხაზი გაუსვა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდგომ ნაბიჯებს და ომის ახლავე დასრულების აუცილებლობას, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ტემი ბრიუსის განცხადებაშია აღნიშნული.
მისი ინფორმაციით, 28 აპრილს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თხოვნით, მას და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
„სახელმწიფო მდივანმა რუს კოლეგასთან საუბარში ხაზი გაუსვა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდგომ ნაბიჯებს და ომის ახლავე დასრულების აუცილებლობას. შეერთებული შტატები სერიოზულად არის განწყობილი ამ უაზრო ომის დასრულების ხელშეწყობის მიმართ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ