აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის შეფასება ქართული ოცნების მიმართ კვლავ უცვლელია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის შეფასება ქართული ოცნების მიმართ კვლავ უცვლელია.
ფორმულამ დეპარტამენტს სპიკერს, ტემი ბრუსს ოცნების ვიცეპრემიერის, ლევან დავითაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით მიმართა. დავითაშვილმა თქვა, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას ძირითადი საკითხების მიმართ სრული თანხვედრა გააჩნია.
ფორმულამ დეპარტამენტის სპიკერს წერილობით სთხოვა, გაეზიარებინათ დამატებითი დეტალები შეხვედრის შესახებ, მათ შორის, რა საკითხები განიხილეს, ვინ მონაწილეობდა, ასევე, მოეწოდებინა ინფორმაცია შეთანხმების ან თანამშრომლობის კონკრეტული სფეროების შესახებ, რომლებიც შეხვედრაზე იყო ხაზგასმული.
საპასუხო წერილში დეპარტამენტის სპიკერი წერს:
“ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი მიდგომის შეფასებას საქართველოს მიმართ ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის. შეერთებულმა შტატებმა ნათლად დააფიქსირა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია, რათა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი -თან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. რაც შეეხება “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს – როგორც ვიცეპრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით, ასევე ვერ მოიპოვებთ მას, ძირითადი ელექტორატის პოზიციის უგულვებელყოფით, თუ ვინ უნდა გახდეს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი. შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში იყო საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორი და მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი”.