აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი – ჩინეთი უკრაინის ომში რუსეთის დიდი ხელშემწყობია

ჩინეთი უკრაინის ომში ს დიდი ხელშემწყობია, ში ჩინელი ჯარისკაცების დატყვევების შესახებ ცნობები ვიცით. ამის შესახებ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრუსმა ბრიფინგზე განაცხადა.
“ეს საგანგაშოა. საგანგაშოა [ცნობები] ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობასთან დაკავშირებით, საგანგაშოა დატყვევებულ ჩინელ ჯარისკაცებთან დაკავშირებით. ვიცით ცნობები, რომ უკრაინამ ჩინეთის ორი მოქალაქე დაატყვევა, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოდნენ უკრაინაში.
ჩინეთი უკრაინის ომში რუსეთის დიდი ხელშემწყობია. ჩინეთი აწვდის ორმაგი დანიშნულების საგნების თითქმის 80%-ს, რომლებსაც რუსეთი საჭიროებს, რათა გააგრძელოს ომი. 80% მიდის ჩინეთიდან.
როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, ამ ორ ბირთვულ ძალას შორის თანამშრომლობის გაგრძელება ხელს შეუწყობს მხოლოდ გლობალურ არასტაბილურობას, შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებს ნაკლებად უსაფრთხოს, ნაკლებად დაცულსა და ნაკლებად წარმატებულს გახდის. ვფიქრობ, ეს რბილადაა ნათქვამი”, – განაცხადა ბრუსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი გელაშვილი – გმადლობთ ყურადღებისთვის ქალბატონო თეა, მაგრამ ამას არ ვიმსახურებდი, მიხეილ სააკაშვილის ჯარიმის გამო რომ კიდევ ქონება მიმატანინა ჩვენმა ხელისუფლებამ, ჯარიმა არ მეკუთვნოდა! რის გამო ვიბრძოლე 2012 წელს?

გია ვოლსკი – როცა კონგრესმენები ასე გიტევენ და MEGOBARI-ის სახელს არქმევენ აქტს, რომელშიც ყველა პუნქტი უსამართლოა, რთულ სიტუაციას გვიქმნის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვითარება არ ექვემდებარება კონტროლს და გამოსწორების პერსპექტივა არ არსებობს