-ის სახაზინო მდივანი – ტარიფებთან დაკავშირებით ჩინეთის მხრიდან ესკალაცია დიდი შეცდომაა

ტარიფებთან დაკავშირებით ჩინეთის მხრიდან ესკალაცია დიდი შეცდომაა, – ამის შესახებ -ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.
„ვფიქრობ ჩინეთის მიერ ესკალაცია დიდი შეცდომა იყო. ჩვენ დეფიციტური ქვეყანა ვართ. რას ვკარგავთ ჩინეთის მიერ ჩვენს წინააღმდეგ ტარიფების მომატებით? ჩვენ მათთან იმის მეხუთედის ექსპორტს ვახორციელებთ, რასაც ისინი ჩვენთან. ასე რომ, ეს დანაკარგს მათთვის წარმოადგენს“, – განაცხადა სკოტ ბესენტმა.
მისი თქმით, სავაჭრო მოლაპარაკებებში აშშ-ის პრეზიდენტი, პირადად მიიღებს მონაწილეობას.
ამასთან, კითხვაზე, უნდა შეამციროს თუ არა ევროკავშირმა არასატარიფო ბარიერები, მათ შორის დამატებითი ღირებულების გადასახადი, ბესენტმა უპასუხა, რომ „ყველაფერი განიხილება“.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – კონსულტაციიდან დაბრუნების შემდეგ იმედი გვქონდა, გერმანიის ელჩი თავს შეიკავებდა, მაგრამ რამდენიმე დღე არ გასულა და მასხრად აგვიგდო – გერმანიის საგარეო უწყება ჩამოყალიბდეს, ხიდების გადება სურს თუ ამ ხიდების დაწვა?

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსები უკრაინას 430 დრონით და 18 რაკეტით დაესხნენ თავს – რაკეტის ნამსხვრევები აზერბაიჯანის საელჩოს მოხვდა – ევროპას და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ დახმარება და რეალურ გადაწყვეტილებებს ველოდებით