-ის სახაზინო მდივანი – სი ძინპინთან შეხვედრას სამხრეთ კორეაში გეგმავს

დონალდ ტრამპი სი ძინპინთან შეხვედრას სამხრეთ კორეაში გეგმავს, – ამის შესახებ -ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.
სკოტ ბესენტის ცნობით, აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა სამხრეთ კორეაში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში შედგება, რომელიც 31 ოქტომბერს – 1-ელ ნოემბერს გაიმართება.
„სიტუაციის დეესკალაცია მოვახდინეთ. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ტარიფები ძალაში 1-ელ ნოემბრამდე არ შევა. ის ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს კორეაში შეხვდება. მჯერა, რომ ეს შეხვედრა შედგება“, – განაცხადა სკოტ ბესენტმა.
შეგახსენებთ, აშშ-სა და ჩინეთს შორის ვაჭრობის საკითხებში ურთიერთობა გასულ კვირას, მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჩინეთმა იშვიათ მინერალებზე ექსპორტის კონტროლი გაამკაცრა. აღნიშნულის საპასუხოდ, დონალდ ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ დამატებით 100%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადა, რომელიც ძალაში 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან შევა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას