აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი: აშშ ირანის “ჩრდილოვანი ფლოტის” წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს

სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკი დარბევების გამო, შეერთებული შტატები ირანის “ჩრდილოვანი ფლოტის” წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ OFAC-ი მიზნად ისახავს “ჩრდილოვანი ფლოტის” 9 გემს და მათ შესაბამის მფლობელებს ან მმართველ ფირმებს.

დღეს, ირანის რეჟიმის მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევისა და ინტერნეტზე წვდომის სრული გათიშვის ფონზე, რათა დაემალა ირანელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობა, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი ზრდის ზეწოლას რეჟიმის ჩრდილოვან ფლოტზე.

OFAC-ი მიზნად ისახავს ჩრდილოვანი ფლოტის ცხრა გემს და მათ შესაბამის მფლობელებს ან მმართველ ფირმებს, რომლებმაც ერთობლივად გადაიტანეს ასობით მილიონი დოლარის ღირებულების ირანული ნავთობი და ნავთობპროდუქტები უცხოურ ბაზრებზე,” – წერია განცხადებაში. 

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”