აშშ-ის სასაზღვრო პატრული – დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა

აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ბრუკლინში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა, – ინფორმაციას -ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურის სასაზღვრო პატრული ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურის აგენტებმა მოიპოვეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა.
აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებული წარსულში იყო კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერი, მსჯავრდებული საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე ადამიანების უკანონო გადაყვანისთვის, აღიარებული აქვს ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტთან თანამშრომლობა.
აშშ-ში ჩასვლის შემდეგ იგი ორჯერ დააკავეს, ერთხელ წვრილმანი ქურდობისთვის და მეორედ – მოპარული ნივთების ფლობისთვის.
„ახლა ის დეპორტაციის პროცედურის მოლოდინშია“, – აცხადებენ საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურში.