აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატურასთან დაკავშირებულ კენჭისყრაზე კამალა ჰარისმა დემოკრატიული პარტიის დელეგატების ხმების 99 პროცენტი მოიპოვა

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატურასთან დაკავშირებულ კენჭისყრაზე ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა დემოკრატიული პარტიის დელეგატების ხმების 99% მოიპოვა. ამის შესახებ დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობამ ხუთდღიანი ელექტრონული ხმის მიცემის დასრულების შემდეგ განაცხადა.
იყო ერთადერთი კანდიდატი ელექტრონულ კენჭისყრაში. ახლა მისი კანდიდატურა ოფიციალურად პარტიის ეროვნულ ყრილობაზე უნდა დადასტურდეს. ყრილობა 19 აგვისტოს დაიწყება.
დაახლოებით 4 500 დელეგატმა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატზე ხმის მიცემა გასულ კვირას დაიწყო. ხმის მიცემის პროცესი კი ორშაბათს დასრულდა.
კენჭისყრის ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
1tv.ge