-ის სამხედრო ძალებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ათობით სამიზნე დაბომბეს

აშშ-ის სამხედრო ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ ათობით სამიზნე დაბომბეს სირიაში, პალმირაში. ეს არის პასუხი გასულ კვირაში სირიულ-ამერიკულ პატრულზე ჯიჰადისტების თავდასხმაზე. გასული კვირის თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამი ამერიკელი: ორი სამხედრო მოსამსახურე და ერთი სამოქალაქო პირი – თარჯიმანი. ეს სირიაში -ის პირველი მსხვერპლია 2024 წელს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, 19 დეკემბრის სამხედრო ოპერაციაში გამოყენებულ იქნა გამანადგურებლები, მოიერიშე ვერტმფრენები და არტილერია. 100-ზე მეტი ჭურვი გამოიყენეს 70 სავარაუდო სამიზნის – ინფრასტრუქტურისა და ტერორისტების კუთვნილი იარაღის საწყობების – წინააღმდეგ.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა სოცქსელ X-ში დაწერა, რომ ეს იყო არა „ომის დასაწყისი, არამედ შურისძიების გამოცხადება“. „თუ თავს დაესხმებით ამერიკელებს – მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში – თქვენი ხანმოკლე, შიშით აღსავსე ცხოვრების დარჩენილ ნაწილს იმის ცოდნით გაატარებთ, რომ შეერთებული შტატები დაგედევნებათ, გიპოვით და დაუნდობლად მოგკლავთ. დღეს ჩვენ დავედევნეთ და მოვკალით ჩვენი მტრები. ბევრნი. და ამას გავაგრძელებთ“, – დასძინა ჰეგსეთმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოპერაციას უწოდა „ძალიან სერიოზული შურისძიების აქტი“. მან თქვა, რომ სირიის ამჟამინდელი ლიდერი აჰმედ ალ-შარაა „სრულად უჭერს მხარს“ აშშ-ის ქმედებებს და „უზარმაზარ ძალისხმევას სწევს სირიის სიდიადის აღსადგენად“.
სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ დაადასტურა დამასკის ერთგულება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლისადმი და მოუწოდა აშშ-ს და მის პარტნიორებს, მხარი დაუჭირონ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და რეგიონში სტაბილურობის აღდგენის ძალისხმევას.