-ის სამხედრო დახმარებამ განაახლა მოძრაობა პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე

უკრაინისთვის განკუთვნილმა -ის სამხედრო დახმარებამ დაიწყო მოძრაობა პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე, მას შემდეგ, რაც აშშ-ის და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგა საუდის არაბეთში – აცხადებს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, .
სიკორსკი ჟურნალისტებს ვარშავაში ელაპარაკა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრი სიბიჰასთან ერთად – რომელიც 12 მარტს დაბრუნდა ჯიდაში გამართული მოლაპარაკებებიდან.
“შემიძლია დავადასტურო, რომ იასიონკის გავლით იარაღის მიწოდება უწინდელ დონეს დაუბრუნდა” – თქვა სიკორსკიმ, სამხრეთაღმოსავლეთ პოლონეთში მდებარე ლოგისტიკურ ცენტრზე მინიშნებით.
ვაშინგტონმა გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ აჩერებდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას მას მერე, რაც თეთრ სახლში საჯარო უთანხმოება მოხდა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. დახმარების შეჩერებამ ღრმა შეშფოთება აღძრა უკრაინაში.
დახმარება განახლდა ჯიდაში ცხრა საათის განმავლობაში მიმდინარე შეხვედრის შემდეგ, რომელზეც უკრაინამ და აშშ-მა მიიღეს ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის წინადადება.
ვაშინგტონმა შეხვედრის შედეგები მოსკოვს წარუდგინა. “ჩვენ მათ ვეტყვით, რომ ახლა ესაა საქმის ვითარება”, – ამბობს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო.
უკრაინაში რუსეთის სრული მასშტაბით შეჭრიდან 2024 წლის ბოლომდე აშშ-მა უკრაინას მიაწოდა თითქმის 123 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”