აშშ-ის სამხედრო დაზვერვა: „ოცნების“ შექმნილი გარემო რუსეთის გავლენას ზრდის

შეერთებული შტატების სამხედრო სადაზვერვო სააგენტომ (DIA), – რომელიც პენტაგონს ექვემდებარება და -ის ერთ-ერთი ძირითადი სადაზვერვო სააგენტოა, – 2025 წლის ანგარიშში საქართველოც ახსენა.
DIA-მ 26 მაისს გამოაქვეყნა მსოფლიო საფრთხეების შეფასების შესახებ 45-გვერდიანი ანგარიში, რომელშიც საქართველო, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ერთად, „ს გლობალური გავლენის“ ქვეთავშია ნახსენები.
საქართველოს ზუსტად ორი წინადადება მიემართება. კერძოდ, ავტორების თანახმად:
· „რუსეთს თითქმის დანამდვილებით აქვს საქართველოს თავისი გავლენის სფეროში დაბრუნების მიზანი“;
· „ოქტომბრის საპარლამენტო ს შემდეგ, „ქართული ოცნების“ მეთაურობით მოქმედმა მთავრობამ შექმნა გარემო, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს, გაზარდოს თავისი გავლენა ქვეყანაში“.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა მ 27 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს ანგარიშში საქართველოზე ჩანაწერს „სრული სისულელე“ უწოდა და კვლავ „დიპ სტეიტს“ დაუკავშირა.
„რა გავლენის გაზრდაზეა საუბარი? მსგავსი სისულელეები რომ ხდება ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებში, სწორედ ეს მიუთითებს „დიპ სტეიტის“ გავლენებზე“, — განაცხადა ირაკლი მ.
„ქართული ოცნება“ ბოლო წლებში „გლობალური ომის პარტიის“ (ამ კონცეფციას მოგვიანებით „დიპ სტეიტი“ უწოდეს) შესახებ ავითარებს შეთქმულების თეორიას და მასზე დაყრდნობით ოპერირებს.
DIA-ს ანგარიშში კავკასიის რეგიონიდან ყურადღება გამახვილებულია სომხეთზეც:
· „რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები გასულ წელს გაუარესდა მას შემდეგ, რაც სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლა დააპირა“;
· „რუსეთმა საინფორმაციო ოპერაციები გამოიყენა სომხეთის დემოკრატიისა და მისი უფრო პროდასავლური ხელმძღვანელობის დისკრედიტაციისთვის“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

კეროლინ ლევიტი – არსებობს სანქციები, რომელთა გამოყენებაც დონალდ ტრამპს შეუძლია, თუ საჭიროება იქნება, თუმცა ყოველთვის ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მის მთავარ გზას დიპლომატია და მოლაპარაკებები წარმოადგენს

ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი მოსამართლეს – დილის ექვს საათამდე ვერ დავიძინე იმაზე ფიქრში, რა ხდება ქვეყანაში და რა ხდება ჩემს თავს, საგიჟეთია – ერთს ვითხოვ, სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, უდანაშაულო ვარ