-ის სამხედრო ბაზას გერმანიაში დაუდგენელმა დრონებმა გადაუფრინეს

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზას რამშტაინში გერმანიაში დაუდგენელი წარმოშობის დრონებმა გადაუფრინეს, – დაადასტურა -ის არმიის წარმომადგენელმა. მის თანახმად, 3-4 დეკემბერს საღამოს დრონები ნახეს კაიზერსლაუტერნთან მდებარე ფართო ტერიტორიის თავზე.
უსაფრთხოების წრეებიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქმე მოყვარულების დრონებს არ ეხება.
ზუსტად ვინ დგას დრონების უკან, გაურკვეველია. უფრო ადრე “შპიგელი” იტყობინებოდა ინციდენტების შესახებ. მისი ინფორმაციით, დრონებმა გადაუფრინეს გერმანიის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს.
კიდევ უფრო ადრე დაუდგენელი წარმოშობის დრონებმა გადაუფრინეს თხევადი გაზის ტერმინალს შლეზვიგ-ჰოლშტაინში, ბრუნსბიუტელში. “შპიგელის” ცნობით, გასულ კვირებში დრონები დაფრინავდნენ იარაღის კონცერნ “რაინმეტალის”, ასევე ქიმიური კონცერნის BASF-ის თავზე.
გერმანიის ფედერალური მთავრობა და ცალკეული მხარეები ვერ შეთანხმდნენ ჯერჯერობით დრონებისგან თავდაცვის საკითხზე.
გერმანიაში ამ მხრივ პასუხისმგებელია შესაბამისი ფედერალური მხარის პოლიცია, რომელსაც შესაბამისი აღჭურვილობა არ გააჩნია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს